უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის გაზრდას გეგმავს უკრაინაზე. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის გეგმავს, პარტნიორებთან ისაუბროს უკრაინაში ახალი ინვესტიციების შესახებ, ხოლო პრიორიტეტი იქნება უპილოტო საფრენი აპარატების გამანადგურებლები.
„ეს არის ის, რაც საჭიროა ჩვენი მებრძოლებისთვის წინა ხაზზე, ყველაფერი, რაც რეალურად აკავებს რუსულ შტურმებს. მადლობას ვუხდი ყველა დრონების მწარმოებელს უკრაინაში, ყოველ დეველოპერს, ყველას, ვინც ცდილობს, ახლა აქტიურად განავითაროს ეს მიმართულება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთი ინვესტიციას ახდენს უპილოტო საფრენ აპარატებში, რუსეთი გეგმავს ჩვენს სახელმწიფოზე თავდასხმებში დრონების რაოდენობის გაზრდას. ჩვენ ვამზადებთ ჩვენს წინააღმდეგობას“, – განაცხადა ზელენსკიმ.