უნგრეთში ყველას შეუძლია, უყვარდეს, ვინც უნდა და იცხოვროს, ვისთანაც უნდა, მაგრამ ჩვენ აგრესიული ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგი ვართ, – აცხადებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო.
მისი თქმით, ბუდაპეშტში პრაიდის აღლუმის ჩატარებასთან დაკავშირებით „ბევრი ტყუილი, ცილისწამება, ყალბი ამბავი გავრცელდა“.
„ჩვენი შვილების დასაცავად, ჩვენ არ ვეგუებით აგრესიულ ლგბტ პროპაგანდას, სკანდალურ ქცევას, თუნდაც იმიტომ, რომ რამდენიმე წლის წინ უნგრელმა ხალხმა რეფერენდუმში დიდი უპირატესობით მის წინააღმდეგ მისცა ხმა“, – აღნიშნავს სიიარტო.
კომენტარები