აშშ-ის მიერ ირანის ფორდოს ბირთვული ობიექტის დაბომბვამ ობიექტი „სერიოზულად და მძიმედ დააზიანა“, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
„არავინ იცის, ზუსტად რა მოხდა ფორდოში. ამის მიუხედავად, ვიცით, რომ ობიექტები სერიოზულად და მძიმედ დაზიანდა. ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაცია ამჟამად ახორციელებს შეფასებას, რომლის ანგარიშსაც მთავრობას წარუდგენს“, – აღნიშნა არაღჩიმ.
როგორც „როიტერი” წერს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დარტყმებმა მთლიანად გაანადგურა ირანის ბირთვული პროგრამა, თუმცა აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ აშშ-ის დარტყმების შედეგად მიყენებული ზიანის სრული შეფასების ჩამოყალიბებას დრო დასჭირდება.
კომენტარები