რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის ლიდერთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინაში დასახულ მიზნებზე უარს არ იტყვის, – განაცხადა პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა.
„ჩვენმა პრეზიდენტმა აგრეთვე თქვა, რომ რუსეთი დასახული მიზნების მიღწევაზე უარს არ იტყვის, ანუ ყველა პირვანდელი მიზეზის აღმოფხვრაზე, რომელმაც ვითარება დღევანდელ დღემდე, მძაფრს კონფრონტაციამდე მიიყვანა. ამ მიზნებზე რუსეთი უარს არ იტყვის“, – თქვა უშაკოვმა.
როგორც პუტინის თანაშემწემ აღნიშნა, საუბრისას ტრამპმა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტის საკითხი კვლავ გააჟღერა. პუტინმა, თავის მხრივ, დასძინა, რომ რუსული მხარე კონფლიქტის პოლიტიკური გზით გადაჭრის საშუალებას ეძებს.
უშაკოვის თქმით, რუსული მხარე უკრაინასთან სტამბოლის ფორმატში მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის მზადაა.