ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.
“სამი წელი და 8 თვეა მთავრობაში ვარ და სიტყვას გაძლევთ, რომ არც ერთი ძველი ბიჭი მთავრობაში არ მინახავს“, – განაცხადა სერგეენკომ.
რაც შეეხება კორცხალის ინციდენტს და მიმდინარე გამოძიებას, როგორც სერგეენკომ აღნიშნა, მოდურ ტენდენციად იქცა, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც არ არის ჩახედული სამართლებრივ პროცესებში, უნდა აკრიტიკოს გამოძიება და სასამართლო.
„ჩემი პირადი პოზიციაა, რომ მოდური ტენდენცია გახდა ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც არ არის ჩახედული საგამოძიებო პროცესში, სასამართლო პროცესებში გამოხატონ კრიტიკა ამა თუ იმ მიმართულები. მე მგონი, გამოძიებას და სასამართლოს უნდა მივცეთ საშუალება დაკავდნენ თავისი საქმით და მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ჩვენი შეხედულებები და კრიტიკა ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა სერგეენკომ.
საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ”კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებული სიჩუმე, რომელიც ესმის სამართალდამცველი ორგანოებიდან და შესაბამისი სტრუქტურებიდან, რომლებსაც ამაზე სამაგალითო რეაქცია უნდა გაკეთებინათ, უკვე დამაფიქრებელია”.