შალვა პაპუაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქმე გვაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ რებრენდიგთან. ის ასევე ამბობს, რომ ეს პროცესი გარედან არის მართული.
“რასაც ვაკვირდებით, არის ე.წ. რებრენდინგის პროცესის გაგრძელება, რომელიც ჯერ კიდევ წინა არჩევნებზე ვიხილეთ. გარედან მართული პროცესია სრულად და ზუსტად ისე მიდის პროცესები, როგორც ჩვენ ვსაუბრობდით. არის მცდელობა, რომ ქართველი ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანონ იმ მხრივ, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბრენდი აღარ არსებობს, არ არის არჩევნებში წარმოდგენილი და რეალურად იგივე პოლიტიკური ძალა სხვა სახელწოდებებით იყოს არჩევნებში წარმოდგენილი. ასე რომ, ეს არის გარედან დაგეგმილი, დაორგანიზებული და განხორციელებული მცდელობა. ზუსტად ეს ორი პარტია – „ლელო“ და გახარია… ვხედავთ, რომ გახარია დღესაც საზღვარგარეთ არის და იღებს მითითებებს. ამომრჩეველს უნდათ მოაჩვენონ, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის არჩევნებში წარმოდგენილი. სინამდვილეში, ეს არის ერთი ანტიქართული პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც გარედან იმართება“, – აცხადებს პაპუაშვილი.