საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის „უკვდავთა ბაღში“ გივი ბერიკაშვილის ბიუსტი გაიხსნა.
დღეს გივი ბერიკაშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. ბიუსტის გახსნასთან ერთად წარმოდგენილი იყო გივი ბერიკაშვილის ფოტოები. ბიუსტი მოქანდაკე თემურ ჭყონიას ეკუთვნის, რომელიც მსახიობის მეგობარი იყო და რომელმაც მისი სიცოცხლეშივე შექმნა მსახიობის სკულპტურული პორტრეტი.
კომენტარები