არქიმანდრიტი ანთიმოზი საპატრიარქოსთან მომხდარ ინციდენტში მონაწილეობას უარყოფს. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
არქიმანდრიტი ანთიმოზი მრევლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან იქ მყოფების მიმართულებით დანა ისროლა სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ დანა, უბრალოდ, ხელიდან გაუვარდა.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოსთან შეკრებილი მრევლი არქიმანდრიტს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მათი განცხადებით, ანთიმოზმა ბიჩინაშვილმა მათ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ერთ-ერთი ადამიანის მიმართულებით დანა ისროლა.
“თვითონ ვერ გაურკვევიათ რა უნდათ მამა ნიკოლოზის მომხრეებს. მე ვუთხარი დაიშალეთთქო, სამტრო რა მაქვს, სულ ჩემიანები არიან. დანა კი არ ვისროლე, დანა ამოვიღე, დავარდა და იტრიალა”-განაცხადა არქიმანდრიტმა.