საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, “სადგურის მოედნის” მიმდებარედ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შედეგად დაშავებულთა ძებნა-შველის ოპერაცია დასრულებულია.
“შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, ადგილზე გამოცხადდნენ და მყისიერად მოახდინეს მოქალაქეების ევაკუაცია. ძებნა-შველის ღონისძიებაში, ცოცხალი ძალის გარდა, მძიმე ტექნიკა მონაწილეობდა.
მომხდარი ნგრევის შედეგად, გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა, რომელიც გადაუდებელი დახმარების გაწევის მიზნით სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი”, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
კომენტარები