უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რუსტემ უმეროვი ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დანიშნა. შესაბამისი ბრძანებულება უკრაინის პრეზიდენტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
მეორე ბრძანებით ზელენსკიმ თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობიდან ოლექსანდრ ლიტვინენკო გაათავისუფლა.
ცნობისთვის, გუშინ უკრაინის უმაღლესმა რადამ იულია სვირიდენკო ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა. მისმა წინამორბედმა, დენის შმიგალმა კი თავდაცვის მინისტრის პოსტი დაიკავა.
კომენტარები