ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ კოალიციიდან გასულმა პარტიებმა, წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლებისთვის დარტყმის მიყენებით შესაძლოა, რეიტინგიც კი დაკარგონ, რადგანაც მოსახლეობას კარგად ახსოვს, რომელი პარტია იყო კოალიციაში და რომელი – არა.
„როდესაც ის, ვინც ცოტა ხნის წინ გულშემატკივრობდა კოალიციას და ბიძინა ივანიშვილს, – ეს არ ეხება მხოლოდ გუბაზ სანიკიძეს, – დღეს მისი და მისი გუნდის კრიტიკოსად გვევლინება. ამან მოსახლეობაში, წესით დისტანცია უნდა გააჩინოს ასეთი რიტორიკის მიმართ. მსგავსი შეფასებები, რა თქმა უნდა, საარჩევნო კამპანიის ნაწილია, მაგრამ წამგებიანი საარჩევნო კამპანიისა“,- განაცხადა საყვარელიძემ პორტალ “კვირას” პრესკლუმში.
კომენტარები