ამერიკულ ლოს-ანჯელესში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აფეთქება ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის დეპარტამენტის სასწავლო ბაზაზე მოხდა. სამივე გარდაცვლილი შერიფის თანაშემწის პოზიციაზე მუშაობდა.
ინციდენტისას შერიფის დეპარტამენტის თანამშრომლებიც დაშავდნენ. აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია. დაწყებულია გამოძიება. საქმე გამოძიების ფედერალურ ბიუროს გადაეცა.
კომენტარები