ბუქარესტში პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის შეტაკება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს მხარდამჭერებმა გზის გადაკეტვა სცადეს.
სამართალდამცველებმა მათ საგზაო მონაკვეთის ბლოკირების უფლება არ მისცეს, რის შედეგადაც დემონსტრანტთა ერთი ჯგუფი მათ თავს დაესხა. დაშავებულია 4 პოლიციელი. სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
კომენტარები