თალიბების მორალის პოლიციამ ავღანეთში ათობით ქალი დააკავა. ინფორმაციას Afghanistan International-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მასობრივი დაკავებების მიზეზი თალიბანის მიერ დაწესებული დრეს-კოდის დარღვევა გახდა. რეიდი ქაბულის ორ ცენტრალურ რაიონში ჩატარდა. ქალები რესტორნებში, ქუჩებში, სავაჭრო ცენტრებში დააკავეს და უცნობი მიმართულებით გადაიყვანეს.
კომენტარები