ისრაელელმა სამხედროებმა ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში ჰუმანიტარული დახმარების მომლოდინე ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 67 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ოფისში განაცხადეს, რომ ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთულ მათ მანქანებს ასობით მშიერი ადამიანი დახვდა, რომლებიც ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდნენ. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში განმარტეს, მათ საფრთხის აღმოსაფხვრელად გასაფრთხილებლად ისროლეს.
კომენტარები