ისრაელმა ღაზის ცენტრში, ქალაქ დეირ-ელ-ბალაჰზე სახმელეთო და საჰაერო შეტევა დაიწყო. ეს პირველი შემთხვევაა „ჰამასთან“ 21-თვიანი ომის განმავლობაში, როდესაც ქალაქში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
სწორედ აქ არიან გადასახლებულები რაფაჰის და ხან იონისის ბინადრები, ომის დაწყებიდან. სავარაუდოდ, სწორედ დეირ-ელ-ბალაჰში აკავებენ ისრაელელ მძევლებს.
კვირას ისრაელმა ქალაქის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.
კომენტარები