გერმანიის სამხედრო კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის, მარტინა როზენბერგის განცხადებით, რუსეთის მხრიდან გერმანული საზოგადოების რღვევის მცდელობები წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICOავრცელებს.
„ჩვენ ვსაუბრობთ ჯაშუშობისა და ჰიბრიდული ზომების შემთხვევების მკვეთრ ზრდაზე. [რუსეთის] მიდგომა უფრო მასშტაბური და აგრესიულია“, – განუცხადა მარტინა როზენბერგმა გერმანულ სააგენტო DPA-ს.
„ეს საიდუმლო არაა: როგორც ნატოს ჯარების გადაადგილების ლოგისტიკური ცენტრი და ნატოს აქტიური პარტნიორი, გერმანია ყოველთვის უცხოური სადაზვერვო სამსახურების რადარზეა“, – აღნიშნა მან.
კომენტარები