საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.
”პრეზიდენტის სასახლეში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს შევხვდი.
ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული, პარტნიორული და ეკონომიკური ურთიერთობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავებისა და განვითარების პერსპექტივებზე.
საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობა და მჭიდრო თანამშრომლობის მოდელი სამაგალითოა, რადგან ის ნდობაზე, ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობაზე და ქვეყნების ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზეა დაფუძნებული.
შეხვედრაზე აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადე. ასევე აღვნიშნე, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას ემხრობა”-წერს პრეზიდენტი.