როკის ლეგენდა ოზი ოსბორნი 76 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას The Sun-ი მუსიკოსის ოჯახის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ოჯახის ცნობით, ეს დღეს დილით მოხდა.
„ის თავის ოჯახთან ერთად იყო, სიყვარულით გარშემორტყმული“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სულ რამდენიმე კვირის წინ, ოსბორნმა თავის ბენდთან Black Sabbath-თან ერთად ბირმინგემში გამოსამშვიდობებელი კონცერტი გამართა, რომელიც ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი საქველმოქმედო შოუ გახდა.
ოსბორნი 1948 წელს, ბირმინგემში დაიბადა. ის Black Sabbath-ის ვოკალისტი და თანადამფუძნებელი იყო. ჯგუფიდან წასვლის შემდეგ ის სოლო არტისტი გახდა, ოჯახთან ერთად რეალითი შოუშიც მონაწილეობდა. წარმატებულმა კარიერამ და პოპულარობამ მას მძიმე მეტალის ნათლიის არაოფიციალური ტიტული მოუტანა.
კომენტარები