დიდი ბრიტანეთის პრინცების, უილიამისა და ჰარის 20 წლის ბიძაშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ცხედართან ერთად ცეცხლსასროლი იარაღიც აღმოაჩინეს. ინფორმაციას the sun-ი ავრცელებს.
როუზი როში, პრინცესა დაიანას ბიძის შვილიშვილია, მისი ცხედარი დედამ და დამ
აღმოაჩინეს.
პოლიციის განცხადებით, “გოგონა საეჭვო ვითარებაში არ გარდაცვლილა და მესამე პირის მონაწილეობა არ დასტურდება”.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, პირველი სასამართლო პროცესი 25 ოქტომბერს
გაიმართება. მსგავსი შემთხვევა სამეფო ოჯახის სანათესაოში პირველი არ არის. 2024 წლის თებერვალში, თომას კინგსტონი, ჰარისა და უილიამის ბიძაშვილის, ლედი გაბრიელა კინგსტონის მეუღლე გარდაიცვალა, ცხედართან მაშინაც იარაღი იპოვეს.