შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში უკრაინის უმაღლესი რადის მიერ ანტიკორუფციული სამსახურის შესახებ მიღებულ კანონს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
„გუშინ უკრაინის პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონმა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ქვეყნის ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე უკრაინამ კორუფციასთან ბრძოლაში სერიოზულ პროგრესს მიაღწია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ გზას არ გადაუხვიოს. შვედეთი რეფორმების გატარების კუთხით უკრაინის საიმედო პარტნიორად რჩება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, უკრაინის პარლამენტმა გუშინ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ბიურო და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული პროკურატურა გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული ხდება. მანამდე ეს უწყებები დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ინსტიტუტები იყო. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანონს ხელი უკვე მოაწერა, რასაც კიევში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.