ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ ესტონეთი შეშფოთებულია უკრაინის მიერ მიღებული კანონის გამო, რომელიც ქვეყნის საკვანძო ანტიკორუფციულ ორგანოებს გენერალური პროკურორის ოფისზე დამოკიდებულს ხდის.
„კორუფციასთან ბრძოლა და კანონის უზენაესობის დაცვა დემოკრატიული, ფუნქციური სახელმწიფოს საფუძველია და ასევე ცენტრალური მნიშვნელობა აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. ამიტომ, რადას მიერ 22 ივლისს მიღებული კანონი, რომელიც ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას ზღუდავს, შეშფოთებას იწვევს“, – აღნიშნა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ასუსტებს რეფორმებისადმი ნდობას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კანონის უზენაესობის მშენებლობას.
კომენტარები