უკრაინის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები დაიწყო.
აქციის მონაწილეები უკრაინის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ახალ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც, მათი თქმით, ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას ზღუდავს.
საპროტესტო აქცია უკრაინის 17 ქალაქში მიმდინარეობს.
ახალი კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას აუქმებს და მათ გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებს უქვემდებარებს.
კომენტარები