რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ Telegram-ის არხზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ, 2 ივნისის შეთანხმების შესაბამისად, სამხედრო ტყვეების გაცვლა მოხდა.
განცხადებაში არ არის მითითებული, მხარეებმა ამჯერად რამდენი ადამიანი გაცვალეს.
ტყვეების გაცვლას ადასტურებს უკრაინის პრეზიდენტიც. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა, ყველა ეტაპზე უკრაინულმა მხარემ 1 000-ზე მეტი ადამიანის დაბრუნება მოახერხა.
კომენტარები