სოფელ შინდისში 37 წლის ქალი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.გაჟონვის მიზეზი აბაზანაში დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლის გაუმართაობა გახდა.
ოჯახის ახლობლის თქმით, გარდაცვლილის მეუღლეს კარის შემტვრევა მოუხდა,თუმცა ქალბატონი უკვე გარდაცვლილი დახვდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე,გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან გაზის, ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარები