ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადება პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ.
ნეთანიაჰუ თქმით, ის „მკაცრად გმობს პრეზიდენტ მაკრონის გადაწყვეტილებას, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო, თელ ავივის გვერდით, 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ“.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება „აჯილდოვებს ტერორს და კიდევ ერთი ირანული მარიონეტის წარმოშობის რისკს ქმნის, ისეთივეს, როგორიც ღაზა გახდა“.
„პალესტინის სახელმწიფო ამ პირობებში იქნება საწყისი პლატფორმა ისრაელის განადგურებისთვის – არა მის გვერდით მშვიდობიანად ცხოვრებისთვის. მოდით, ვიყოთ მკაფიო – პალესტინელები არ ისწრაფვიან სახელმწიფოსკენ ისრაელის გვერდით; ისინი ისწრაფვიან სახელმწიფოსკენ ისრაელის ადგილზე“, – აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს და ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას სექტემბერში გააკეთებს.