აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი უარყოფს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გეგმას პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ.
„შეერთებული შტატები მტკიცედ უარყოფს ემანუელ მაკრონის გეგმას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ. ეს აზრს მოკლებული გადაწყვეტილება „ჰამასის“ პროპაგანდას ემსახურება და მშვიდობას უკან ხევს. ეს არის სილის გაწვნა 7 ოქტომბერს დაღუპული ადამიანებისთვის“, – დაწერა რუბიომ.
ცნობისთვის, მაკრონმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ „საფრანგეთი აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს“ სექტემბერში გაეროში სიტყვით გამოსვლისას.
კომენტარები