„დიდი მადლობა ბათუმის „ლურჯ არმიას“, საქართველოსა და „ბლექ სი არენას“ არაჩვეულებრივ თანამშრომლებს “ – ეს ჩანაწერი როკჯგუფის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„დიდი მადლობა ბათუმის „ლურჯ არმიას“, საქართველოსა და „ბლექ სი არენას“ არაჩვეულებრივ თანამშრომლებს.
შემდეგი გაჩერება „ოლიმპისკი“ – მოსკოვი, რუსეთი, 23 მაისს. იქ შევხვდებით!“- აღნიშნულია „აეროსმიტის“ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ჩანაწერში.
„ბლექ სი არენაზე“ ლეგენდარული როკჯგუფის „აეროსმიტის“ კონცერტი დასრულდა.
როკჯგუფი მსმენელის წინაშე საათნახევრიანი პროგრამით წარსდგა.
მუსიკალური ჯგუფი საქართველოს ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვია.
როკჯგუფის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად საქართველოში დაგეგმილი კონცერტის ყველა ბილეთი გაიყიდა.
კომენტარები