ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთში, სისთან-ბელუჯისტანის პროვინციაში, სასამართლოს შენობაზე განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას, სულ მცირე, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ათობით პირი.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდამსხმელებმა შენობას ყუმბარები დაუშინეს, რასაც მოქალაქეები ემსხვერპლნენ.
სამართალდამცველები მომხდარზე პასუხისმგებლობას სუნიტურ შეიარაღებულ დაჯგუფებას, ჯაიშ ალ-ადლის აკისრებენ.
დაღუპულთა შორისაა სამი თავდამსხმელიც – ისინი უსაფრთხოების ძალების მიერ გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლნენ.
კომენტარები