აშშ-ში, დენვერის საერთაშორისო აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. მგზავრები ევაკუაცია ავარიული, გასაბერი ტრაპით მოხდა. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, American Airlines-ის თვითმფრინავს საბურავის პრობლემა შეექმნა, რამაც აალება გამოიწვია. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის დროს თვითმფრინავში ეკიპაჟის 6 წევრი და 173 მგზავრი იმყოფებოდა. მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი ექსპლუატაციიდან ამოიღეს, რათა მას შესაბამის ტექნიკური შემოწმება ჩაუტარდეს.
კომენტარები