ღაზის სექტორში გასული 24 საათის განმავლობაში შიმშილისგან ხუთი ადამიანი, მათ შორის, ერთი ჩვილი გარდაიცვალა. ერთი დღით ადრე კი, შიმშილობისგან ცხრა ადამიანი დაიღუპა.
საერთო ჯამში, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში შიმშილით 127 ადამიანია გარდაცვლილი, მათგან 85 ბავშვია.
გაერო-ს წარმომადგენლების განცხადებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი საკვებს დღეების განმავლობაში ვერ იღებს, რის გამოც სულ მცირე, 90 000 ქალი და ბავშვი ამ დრომდე შიმშილობს.
გონებას კარგავენ ექიმებიც, რომლებიც პაციენტების გადარჩენას ცდილობენ.
კომენტარები