ომი უკრაინაში ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე უნდა დასრულდეს, – ამბობს შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. ტელეკომპანია Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უიტკოფმა ისიც აღნიშნა, რომ სჯერა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკება შესაძლებელია.
„ჩვენი დაუღალავი მუშაობის შედეგი რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება უნდა გახდეს. ეს უნდა მოხდეს. პრეზიდენტი ტრამპი მართალია, როცა ამბობს, რომ ომი არ უნდა დაწყებულიყო. ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ მის დასრულებას მანამ, სანამ ტრამპის საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება“, – განაცხადა უიტკოფმა.
კომენტარები