შეერთებულ შტატებში 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის მთავარი კანდიდატი, შესაძლოა ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი გახდეს, – განაცხადა Fox News-ის ეთერში სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.
„ვფიქრობ, ჯეი დი ვენსი შესანიშნავი კანდიდატი იქნება. თუ ამის გაკეთებას გადაწყვეტს. ვფიქრობ როგორც ვიცე-პრეზიდენტი მშვენივრად მუშაობს. ჩემი ახლო მეგობარია და იმედი მაქვს, რომ ამის გაკეთებას აპირებს“, – განაცხადა რუბიომ.
კომენტარები