აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით,აშშ ღაზაში შიმშილის კრიზისთან გასამკლავებლად, საკვების ცენტრებს მოაწყობს, სადაც ხალხს დაბრკოლების გარეშე შესვლა შეეძლება.
მისივე თქმით, ამ ცენტრებს არ ექნება დამცავი ჯებირები.
„ვაპირებთ საკვების ცენტრების მოწყობას და ამას ძალიან კარგ ხალხთან ერთად გავაკეთებთ. ჩვენ უზრუნველვყოფთ დაფინანსებას და დავხარჯავთ საკვებზე, სხვა ქვეყნებიც შემოგვიერთდებიან“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ტრამპმა ღაზის მოსახლეობისთვის დახმარების განაწილებაში არსებულ შეფერხებაზე პასუხისმგებლობა „ჰამასს“ დააკისრა და რადიკალურ მოძრაობას კვლავ მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
კომენტარები