რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სოციალურ ქსელში მიმართა და მკაცრი გზავნილი გაუგზავნა.
მედვედევმა ტრამპს ორი მნიშვნელოვანი რამ შეახსენა – პირველი, რომ „რუსეთი არ არის ისრაელი ან ირანი, რომ ულტიმატუმები წაუყენონ“, და მეორე, რომ „ყოველი მსგავსი მოთხოვნა ომისკენ გადადგმული ნაბიჯია“.
„ეს ომი არ იქნება მხოლოდ რუსეთისა და უკრაინის შორის, არამედ შენსავე ქვეყანასთან“, – აღნიშნა მედვედევმა და ტრამპს მოუწოდა, არ გააგრძელოს „მძინარა ჯოს გზა“.
კომენტარები