ევროკომისიამ უკრაინა გააფრთხილა, რომ შეიძლება შეაჩეროს ფინანსური დახმარება, თუ უკრაინის მთავრობა ზეწოლას მოახდენს ანტიკორუფციულ ორგანოებზე. ინფორმაციას ამის შესახებ წერს გერმანული გაზეთი Frankfurter Allgemeine Zeitung-ი ავრცელებს.
კიევში კარგად ინფორმირებული წყაროს ცნობით, კანონის მიღების შემდეგ უკრაინის მთავრობას ევროკომისიიდან შესაბამისი წერილი მიუვიდა.
კერძოდ, წყაროს განცხადებით, უკრაინის ხელმძღვანელობამ მიიღო ევროკომისიისგან სიგნალი, რომ ფინანსური დახმარება „უკრაინის ფონდიდან“ შეიძლება სრულად შეწყდეს, თუ ცენტრალური ხელისუფლების ორგანოები ზეწოლას განიცდიან ანტიკორუფციული ბრძოლის პროცესში.
ფართომასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი დაიწყო მას შემდეგ, რაც უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო და პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა სკანდალურ კანონპროექტს №12414.
აქციები, რომლებიც რუსეთის შეჭრის შემდეგ ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური პროტესტი გახდა, დაიწყო 22 ივლისის საღამოს კიევში და უკვე მომდევნო დღეს გავრცელდა სხვა ქალაქებშიც.
პროტესტის მონაწილეებმა ხელისუფლება დაადანაშაულეს ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ავტონომიის შეზღუდვაში, ასევე 2014 წლის მაიდნის შემდეგ შექმნილი ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურის განადგურებაში.