აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთში იმ შემთხვევაში ჩავა, თუ მას პრეზიდენტი სი ძინპინი მიიწვევს. ამის შესახებ ტრამპი truth social-ზე წერს.
„ყალბი ახალი ამბები აცხადებენ, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან „სამიტს“ ვითხოვ. ეს არასწორია, მე არაფერს ვითხოვ! შესაძლოა, ჩინეთში წავიდე, მაგრამ ეს მხოლოდ პრეზიდენტ სის მიწვევით იქნებოდა, რომელიც უკვე გამოგზავნილია. სხვაგვარად არანაირი ინტერესი არ მაქვს! მადლობა ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის“, – წერს ტრამპი.
კომენტარები