Netflix-მა გამოაქვეყნა პირველი კადრი ახალი სერიალიდან, რომელიც ჯეინ ოსტინის რომანის „სიამაყის და ცრურწმენის“ მიხედვით იღებენ.
ელიზაბეტ ბენეტის როლს ემა კორინი ასრულებს, ხოლო მისტერ დარსის – ჯეკ ლაუდენი. მსახიობთა შემადგენლობაში ასევე მოხვდა ოლივია კოლმანი, რომელიც მისის ბენეტს განასახიერებს.
სერიალის რეჟისორია ეროს ლინი, რომელმაც გადაიღო „ადვილად მოსართავი ვამპირები“. მინისერიალი ექვსი ეპიზოდისგან შედგება.
კომენტარები