კანადა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს.
როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ აღნიშნა, კანადა შეუერთდება საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს და პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში აღიარებს.
ამავდროულად კარნიმ განმარტა, რომ ეს ნაბიჯი დამოკიდებული იქნება რამდენიმე პირობაზე, მათ შორის პალესტინის ხელისუფლების ვალდებულებაზე, მოახდინოს მმართველობის რეფორმირება და 2026 წელს საყოველთაო არჩევნები „ჰამასის“ გარეშე ჩაატაროს, ასევე მოახდინოს ტერიტორიის დემილიტარიზაცია.
კანადის პრემიერის განცხადებით, კანადა მხარს უჭერდა ორი სახელმწიფოს პრინციპს, როგორც მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ სამშვიდობო პროცესს, თუმცა ეს მიდგომა აღარ არის გამართლებული.
ამასთან, მარკ კარნიმ ისაუბრა ღაზის სექტორში არსებულ ვითარებაზე. „ღაზაში ადამიანური ტანჯვის დონე აუტანელია და სწრაფად უარესდება“, – აღნიშნა მან.
ცნობისთვის, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას სექტემბერში აპირებენ.