ღაზაში, ჰუმანიტარული დახმარების ცენტრში ისრაელის მიერ გახსნილ ცეცხლს, სულ მცირე, 35 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 300-მდე ადამიანი.
ინფორმაციას ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტო ავრცელებს.
ისრაელის მხარე კი მონაცემებს ძალიან გადაჭარბებულს უწოდებს. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათ გამაფრთხილებელი გასროლები განახორციელეს მას შემდეგ, რაც საკვებით სავსე სატვირთოების გარშემო მოქალაქეები შეიკრიბნენ.
მოგვიანებით საავადმყოფოში განაცხადეს, რომ დაღუპულია 48 პალესტინელი.
კომენტარები