ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე „ლიბერალების და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) დამოკიდებულებას ანაკლიის პორტის საქმეზე საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების მიერ აკრიტიკებს. დეპუტატი ალიანსის სიჩუმეს „გაუგონარს“ უწოდებს.
„მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ALDE-ს დამოკიდებულება, როცა ის ყოველთვის ეპასუხებოდა „ლელოს“ პარტიას. მიგვაჩნია, რომ დღეს მათი სიჩუმე გაუგონარია თითოეული ჩვენგანისთვის და თუ ისევ გააგრძელებენ სიჩუმეს, ჩავთვლით, რომ ის იზიარებს იმ დამოკიდებულებას, რომელსაც პარტია „ლელო“ და მათი თაღლითი ლიდერები ახორციელებენ“, – აცხადებს ბერაძე.
ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი – ევროპისთვის ( ALDE) – ევროპული პოლიტიკური პარტია რომელიც შედგება 60 ეროვნული დონის ლიბერალური პარტიისგან. „ლელო“ მისი სრულფასოვანი წევრია.