ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ-მ“-ითა და 46 საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატით. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, მათ 29 დრონი გაანადგურეს, თუმცა 17-მა მიზანს მიაღწია. ყველაზე მძიმე დარტყმები ხარკოვის ოლქის ქალაქ ლოზოვაიაზე განხორციელდა. შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლება განმარტავს, ქალაქმა გასულ ღამეს ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური თავდასხმა გადაიტანა. დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მრავალსართულიანი კორპუსები და კერძო სექტორი.
კომენტარები