საინფორმაციო სააგენტო “რეპორტიორი” ელისო კილაძის შესახებ, მორიგ სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროვებს. მედიასაშუალების რესპოდენტი მალხაზ თოფურია ელისო კილაძის შესახებ სკანდალურ განცხადებებს აკეთებს.
“ეს ქალი ერთი „გასროლით” და თავისი სიბინძურით, ბილწავს იური ვაზაგაშვილის ხსოვნასაც და პატიოსანი მებრძოლის სახელსაც!
მიზეზი ძალიან კარგად ვიცი, რატომაც მიდგა ახლა დავით ახრახაძეს და ამას ერთ წინადადებაში გეტყვით: მან ძალიან კარგად იცის ელისოს ბინძური წარსული! მის ფინანსურ და ქონებრივ ზღვარგადასულობაზე მოგონილს არ ვყვები, ამ ქალის მონაყოლს გეუბნებით, რასაც „რუსთავი 2″-ზე მის „აღსარებებში” ვუსმინე და კითხვა მიჩნდება – საიდან ამდენი შესაძლებლობები? ნარკოტიკები მისი ოჯახისგან შორს არ არის, ამას თავადაც აღიარებს – ნარკოტიკების გამო ორჯერ დაკავებულის დედა არის თავად და სხვათაშორის, სააკაშვილის დროს ნარკოტიკებზე ორჯერ დააკავეს კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის შვილი და ორჯერვე თავისუფლად რატომ გამოუშვეს? მეტიც: მისი ბიჭი ქურდობის ფაქტზეცაა ერთხელ დაკავებული და გასამართლებული და აღიარებულიც აქვს… და ერთი დღეც არ მჯდარა ციხეში! ალბათ, მაშინ „დაავერბოვკეს” ეს ქალიც და აქედანაც ჩნდება კითხვები ნაცობისადმი მისი მიდრეკილების გამო…
გაგონილი მაქვს მეც, რომ მისი ბიჭი რედაქციიდანვე ყიდდა ნარკოტიკს და კილაძე ხელს აფარებდა საკუთარ შვილს… მეტიც – საოჯახო ბიზნესად ჰქონდათ ქცეული ნარკოვაჭრობა! გამოვიდე და მტკიცებით ფორმაში ვილაპარაკო ყველაფერი? ცილისწამების კანონი არ არის მიღებული ჩვენში და იმიტომაც არის ასე ტვინგადაღეღილი ეს ქალი! როცა ომის ვეტერანს და გმირს ასეთ სიბინძურეს აბრალებ, ან უნდა დაამტკიცო, ან ბოდიშის მოხდის ერთი ადგილი უნდა გქონდეს! ამ ჭუჭყიანმა ტომარამ ცხოვრება გაუმწარა საკუთარ შვილებს და ახლა სხვის შვილებზე რა ენით საუბრობს? რაც მან ნინო ჯღარკავას მისწერა, რომელ ზნეობრივ ნორმებში ჯდება ეს? გეკითხებით! იმის ნაცვლად, საკუთარ შვილებს მიხედოს და გვერდში დაუდგეს, სხვის შვილებს ლანძღავს და შეურაცხყოფას აყენებს! გიმეორებთ: ელისო არის ყოვლად უნამუსო ქალი, რომელსაც საკუთარი შვილების ბედიც ფეხებზე ჰკიდია!”