საინფორმაციო სააგენტო “რეპორტიორი” ელისო კილაძის შესახებ, მორიგ სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროვებს. მედიასაშუალების რესპოდენტი მალხაზ თოფურია ელისო კილაძის შესახებ სკანდალურ განცხადებებს აკეთებს.
“ყველანაირი აღვირახსნილობა მინახავს, მაგრამ, როდესაც ეს ბინძური ქალი – ელისო კილაძე, იმ ტრაგედიას შეეხო, რასაც შვილის საფლავზე მამის აფეთქება ჰქვია, მოთმენა შეუძლებელია. როდესაც ეს ბინძური ქალი (და ამ სიტყვის პირდაპირ დაწერას ვითხოვ საჯაროდ!) ასეთ თემებს ეხება, როცა მისი უახლოესი დაქალი მეგი გოცირიძე ყოველდღე დარბის სასამართლოში კიდევ ერთხელ ვაზაგაშვილის ოჯახის „მოსაკლავად” და შეურაცხყოფისთვის, – სათქმელი პირდაპირ უნდა ითქვას!
ელისო კილაძემ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალი დასდო და ცილი დასწამა ტერაქტის ორგანიზებაში ისეთ ადამიანს, რომ ვეტერანთა თითქმის სრული შემადგენლობა შეურაცხყოფილია! წარმოდგენა რომ გქონდეთ, – დათო ახრახაძე ჩემთვის გმირია! ქუთაისში ნახევრად მკვდარი ჩამოასვენეს, ფეხმოგლეჯილი დაბრუნდა ომიდან და ფერზე მოვიდა თუ არა, ცალი ფეხით ისევ ომს დაუბრუნდა… ბევრნაირი სიკეთე და სათნოება გამიგია, მაგრამ თავად გაჭირვებული დათო ახრახაძე ის ადამიანია, რომელმაც ქუჩაში პირდაპირი გაგებით უპოვარი კაცი ნახა, და დღემდე საკუთარ სახლში აცხოვრებს! ძალიან კარგად ვიცი, რატომაც მიდგა ახლა დავით ახრახაძეს და ამას ერთ წინადადებაში გეტყვით: მან ძალიან კარგად იცის ელისოს ბინძური წარსული!”- აცხადებს მალხაზ თოფურია.