შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებმა თბილისში ერთი თვის მანძილზე, გარემოს დაბინძურებისთვის 411 საჯარიმო ოქმი შეადგინეს.
როგორც „თბილსერვის ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, ჯარიმების საერთო თანხამ 42 710 ლარი შეადგინა.
მათივე ცნობით, 411 სამართალდამრღვევი პირიდან 151 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
„შპს “თბილსერვის ჯგუფის” ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებმა ერთი თვის მანძილზე გარემოს დაბინძურებისთვის 411 საჯარიმო ოქმი შეადგინეს, საერთო თანხით – 42 710 ლარი. 411 სამართალდამრღვევი პირიდან 151 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 378 საჯარიმო ოქმი შედგენილია 2კგ.-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის“-აცხადებენ „თბილსერვის ჯგუფში“.
ცნობისთვის, “თბილსერვის ჯგუფის” ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები დედაქალაქის ქუჩებში 3 აპრილიდან აწარმოებენ კონტროლს. პირველი ორი კვირის განმავლობაში ინსპექტორების გამოჩენას ინფორმაციული სახე ჰქონდა – ისინი მოქალაქეებს მომავალ სანქციებთან დაკავშირებით აფრთხილებდნენ და ნარჩენის ურნაში ჩაყრისკენ მიუთითებდნენ.
“ნარჩენების მართვის კოდექსის” შესაბამისად, მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში “თბილსერვის ჯგუფის” ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებმა საჯარიმო ოქმების შედგენა 20 აპრილიდან დაიწყეს.