აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის პოლიციას ფედერალური მთავრობის პირდაპირ დაქვემდებარებაში გადაიყვანს.
„ეს ვაშინგტონში განთავისუფლების დღეა და ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს დედაქალაქს“, – განაცხადა პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, დედაქალაქში უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად მისი ბრძანებების აღსრულების აუცილებლობის შემთხვევაში, ვაშინგტონში სამხედრო ძალები შევლენ.
„თუ საჭირო გახდება, სამხედრო ძალებს შემოვიყვანთ. სხვათა შორის, გვექნება ეროვნული გვარდია… თუ საჭირო გახდება, სამხედროებს შემოვიყვანთ“, – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.
კომენტარები