უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ის უკრაინის მხარდამჭერ ევროკავშირის განცხადებას არ შეუერთდა.
„სანამ ევროპული ლიბერალურ-მეინსტრიმული გუნდი „პუტინის მარიონეტის“ შესახებ გოდებას დაიწყებს, ნება მომეცით აგიხსნათ, რატომ არ ვუჭერ მხარს ამ განცხადებას უნგრეთის სახელით“, – თქვა ორბანმა.
მან საამისოდ სამი მიზეზი დაასახელა: ევროკავშირის ლიდერები ცდილობენ წამოაყენონ მოლაპარაკების პირობები, რომელშიც მონაწილეობას არ იღებენ; დარეგულირების პროცესში ევროკავშირი მეორე პლანზეა; ევროპა პუტინისა და ტრამპის მაგალითზე რუსეთ-ევროკავშირის სამიტის გამართვის ინიციატივით უნდა გამოვიდეს.
ცნობისთვის, დღეს ევროკავშირმა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის 15 აგვისტოს გასამართ სამიტამდე უკრაინის მხარდამჭერი განცხადება მიიღო.
კომენტარები