თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ჩინაქალეს პროვინციაში ტყის ძლიერი ხანძრის გამო ასეულობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ხანძრის გამო ათობით სახლი და ავტომობილი დაიწვა. რეგიონში მოსახლეობასთან ერთად, საუნივერსიტეტო კამპუსებსა და სამხედრო ნაწილში მყოფთა ევაკუაცია დაიწყო.
ვრცელდება ცნობა 50 დაშავებულის შესახებ, ისინი კვამლით მოიწამლნენ. ხელისუფლებამ მთავარ ავტომაგისტრალებზე ინტენსიური მოძრაობა აკრძალა, რათა საგანგებო სამსახურების მანქანებმა თავისუფლად და სწრაფად გადაადგილება შეძლონ.
მხარის გუბერნატორის ომერ თორამანის განცხადებით, ხანძრის ქრობის პროცესში თვითმფრინავები, ვერტმფრენები, სატრანსპორტო საშუალებები და დაახლოებით 700 მეხანძრე-მაშველი იღებს მონაწილეობას.
კომენტარები