აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, სამშაბათს, აღმოსავლეთ ინდონეზიის პაპუას პროვინციაში, 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. თუმცა, მონიტორინგის მონაცემებით, ცუნამის საშიშროება არ არსებობს. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი, პაპუას შტატში, ქალაქ აბეპურადან ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 193 კილომეტრში იყო.
მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ეს უზარმაზარი არქიპელაგი სახელმწიფო სეისმურად აქტიურ რეგიონში, წყნარი ოკეანის “ცეცხლოვან რკალზე“ მდებარეობს, რის გამოც მიწისძვრები ხშირია. “ცეცხლოვან რკალი“ ინტენსიური სეისმური აქტივობის ზონაა, სადაც ტექტონიკური ფილები ერთმანეთს ეჯახება და რომელიც იაპონიიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და მთელ წყნარ ოკეანეზეა გადაჭიმული.
ცნობისთვის, 2021 წლის იანვარში, სულავესში მომხდარმა 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, 100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა და ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვა.
2018 წელს, სულავესის შტატის ქალაქ პალუში მომხდარმა 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრამ და შემდგომმა ცუნამმა, 2 200-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.