უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ბერლინში ჩავა. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.
გერმანიის დედაქალაქში ზელენსკი ქვეყნის კანცლერს ფრიდრიხ მერცს შეხვდება, ხოლო შემდეგ ვიდეოზარის საშუალებით აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გაესაუბრება.
გამოცემის ცნობით, საუბრის მთავარი თემა 15 აგვისტოს დაგეგმილი ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა და მასზე განხილული საკითხები იქნება.
მოგვიანებით, ზელენსკი და მერცი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
კომენტარები